21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ
38-39 გრადუსს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები