ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის მრიცხველს შეეჯახა, რის გამოც ამოტრიალდა. მათივე ცნობით გარდაცვლილია მანქანის მძღოლი, დაშავებული პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხობის საავადმყოფოში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ დაშავებული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მას კვლევები უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები