ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან ღობის დემონტაჟს ხმაური მოყვა.
შპს "სუპერმარკეტის" მოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ღობის დემონტაჟი ცალკეული პირების ინტერესებს ემსახურება და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.
თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები