ზუგდიდში დაჭრილ მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს.
დაჭრილის ჯანმრთელობის დეტალებზე მედიკოსები ჯერ არ საუბრობენ.
ახალგაზრდა რამდენიმე საათის წინ ბენზინგასამართ სადგურთან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედგად მუცლის არეში
დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღონდა. ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს დაჭრილის მამა.
შს სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. უცნობია დაკავებულია თუ არა დამნაშავე.
მასალის გამოყენების პირობები