ანაკლიაში, ენგურის შესართავთან, მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია და სანაპირო ზოლი დატბორა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
ადგილზე დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მდინარემ პრობლემები არ შექმნას. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, სამუშაოები ანაკლიაში დილიდან განახლდა.
არსებულ ვითარებას ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მათი თქმით, დაგეგმილია პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და კონსტრუქციული ნაპირსამაგრის მშენებლობა.
ამავე თემაზე:
ანაკლიის ნაწილი დაიტბორა, ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს
მასალის გამოყენების პირობები