გაგრის ზღვის აკვატორიაში 22 ივლისს გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი იპოვეს
გაგრის ზღვის აკვატორიაში ცხედარი იპოვეს, სანქტ - პეტერბურგის მცხოვრები, 1991 წელს დაბადებული ანტონ პოპოვი ზღვაში 22 ივლისს გაუჩინარდა. ინფორმაციას
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელის ლევ კვიცინიას განცხადებით, შემთხვევა თვითმხილველების თვალწინ მოხდა. ზღვაში შესული მამაკაცის გადარჩენას მეორე მოქალაქე ცდლობდა, რომელმაც მხოლოდ მაშველების დახმარებით შეძლო წყლიდან გამოსვლა.
კვიცინიას ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აფხაზეთის ზღვის აკვატორიაში 12 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, მათი უმეტესობა - ივნისსა და ივლისში.
მასალის გამოყენების პირობები