მესტიის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი 42 ობიექტში განახორციელეს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა, მათ შორის, 3 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ხოლო 7 ობიექტში აღინიშნა ვადაგასული სურსათის (ტკბილეული, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები) განთავსების ფაქტები.
ამავე ცნობით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა სააგენტოს ზედამხედველობით.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები