საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-იფარის (165-ე კმ-ზე)
მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ცნობით, მდინარე ენგურმა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ რკინა-ბეტონის ხიდს ბურჯი გამოურეცხა და მოძრობა სწორედ ამის გამო აიკძალა.
უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სვანეთში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ელექტრომოძები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამასთან, დაიტბორა ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
მასალის გამოყენების პირობები