აფხაზეთში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ განსაკუთრებით გუდაუთის რაიონი დააზარალა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო
სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დაიტბორა 350 - მდე საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სოხუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა და 30 - მდე სახლი დაიტბორა, თუმცა საგანგებოს მოსახლეობის ევაკუაცია არ დასჭირვებია, იტყობინება უწყების პრესსამსახური.
სახლები და საავტომობილო გზა დაიტბორა ასევე ოჩამჩირის რაიონშიც, რამაც დროებით შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა.
წვიმამ და მოვარდნილმა წყალმა გზები და ხიდები დააზიანა, განადგურებულია სასოფლო - სამეურნეო სავარგულები.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო - სამძებრო სამსახურის ჯგუფები და სპეცტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები