ენგურის ხიდზე ე.წ. მებაჟეებმა ქართული მარკირების მქონე 8 ბოთლი ლუდი "კონტრაბანდის" სახით ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საბაჟო კომიტეტის" ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტზე, 24 ლიტრი ,
ქართული მარკირების მქონე, ალკოჰოლური სასმელის "უკანონო გადატანის მცდელობა" აღკვეთეს.
უწყების ინფორმაციით, "კონტრაბანდული პროდუქცია", რვა 3 ლიტრიანი ბოთლი ლუდი, ზუგდიდიდან გალის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან ამოიღეს.
"საბაჟო კომიტეტში" აცხადებენ, რომ მათ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადასცეს" .
მანამდე, სოხუმმა ადმინისტრაციულ საზღვარზე "საბაჟო კონტროლის" დაწესების აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები