წალენჯიხასა და კიდევ 2 ქალაქში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო
შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
საქმეთა მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები