რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს სამეგრელოში სამოქალაქო აქტივისტებმა. გვიან ღამით, მოძრაობა "დროას" წევრმა მარიამ სიჭინავამ გუბერნიის შენობის მიმდებარედ პერფორმანსი "ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ოკუპირებულია
რუსეთის მიერ" მოაწყო და 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალა გამოფინა.
დღეს კი პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" სამეგრელოს ლიდერის თამარ ბელქანიას ორგანიზებით საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია "არა ოკუპაციას" გაიმართა. ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებითა და საპროტესტო პერფორმანსით აქციის მონაწილეებმა ოკუპაცია გააპროტესტეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.
მასალის გამოყენების პირობები