გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ აბაშასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე,
სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი იყო განთავსებული. ამავე ინფორმაციით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ავტომანქანები დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები.
მასალის გამოყენების პირობები