სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 105 და გარდაცვალების 4 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 422 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, მათგან სამი ქალი, 38, 79 და 82 წლის, გუდაუთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო 74 წლის მამაკაცი - სოხუმის ინფექციურში.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 159 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 34 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 25, გაგრის კლინიკაში – 37, მათგან 10 - მძიმე მდგომარეობაშია,
ხოლო ტყვარჩელში 13.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 23 199 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 334, გამოჯანმრთელდა 18 427 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები