ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსის უბილეთო მგზავრები სექტემბრიდან დაჯარიმდებიან
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმები სექტემბრიდან დაწესდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის
შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა ზაზა კუპრავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა 20 ლარით განისაზღვრა.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის ელექტრონული გადახდის სისტემა პირველი თებერვლიდან დაინერგა. მუნიციპალიტეტს სულ ასეთი 40-მდე ერთეული ავტობუსი ემსახურება.
ქალაქის მასშტაბით, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ხოლო სოფლებში 70 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. შეღავათით სარგებლობენ მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საპატიო ზუგდიდელები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.
მასალის გამოყენების პირობები