აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა გალის რაიონის სოფელ პირველი გალის მცხოვრები
საქართველოს მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულია დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სონღულიას სახლში აღმოჩენილია 23 ვაზნა და ხელყუმბარა.
"აუცილებელია აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში იყო გალის მილიციის თანამშრომელი და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა", - ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სონღულია ჯერ კიდევ 6 აგვისტოს დააკავეს, შემდეგ კი, გალის იზოლატორში გადაიყვანეს და მისი საქმე ტყვარჩელის პროკურატურას გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები