მარტვილში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მერობის კანდიდატი პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია იქნება.
ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინდა.
"გენერალი, მებრძოლი და თავდადებული ადამიანი. როგორც მას ჩვევია, ისე უშიშრად შედის ბროლაში საქართველოს მომავლისთვის. იშვიათად შემხვედრია ასეთი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც არის თემური", - განაცხადა მელია.
რაც შეეხება ხობს, მერობისთვის აქ ენმ-ს აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია იბრძოლებს.
ენმ-ს მერობის კანდიდატი სამეგრელოში სულ სამ საარჩევნო ოლქში ეყოლება, მათ შორის, ზუგდიდში, სადაც ოპოზიციური პარტიის კანდიდატი
ანზორ მელიაა.
მასალის გამოყენების პირობები