ძლიერმა წვიმამ სოხუმში პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, გარკვეულ უბნებში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია.
წყალდიდობამ დააზიანა კერძო სახლები და მანქანები.
დე ფაქტო რესპუბლიკის სამაშველო სამსახურების მიერ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოხდა.
ამ ეტაპისთვის გაწმენდილია ტროტუარების და გზების ნაწილი. ჯამში, სამუშაოებში 40-ზე მეტი მაშველი და 7 ერთეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
სოხუმში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ასევე მონაწილეობდნენ მაშველები გუდაუთადან, ოჩამჩირადან და სოფელ აგუძერადან.
მასალის გამოყენების პირობები