ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციელს სცემეს. ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც სოფელში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ პოლიციამ გააჩერა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოყვა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის (სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლი) ბრალდებით დაკავებულია ერთი, ხოლო დაუმორჩილებლობის ფაქტზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 173-ე მუხლი) სამი პირი.
მასალის გამოყენების პირობები