აბაშის სოფელ გულეისკარში, მდინარეში 9 წლის ბიჭს ეძებენ. მოზარდი მდინარე რიონში საბანაოდ თანატოლებთან ერთად დღეს, რამდენიმე საათის წინ შევიდა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, კიდევ 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს.
ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ცოცხალ ძალასთან ერთად სპეციალური ტექნიკა და დრონია ჩართული.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები