სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით 5 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ამავე ცნობით, ოთხი მათგანი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო დანარჩენები მესტიაში, ფოთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები