ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
60 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო 75 წლის მამაკაცი აბაშაში ცხოვრობდა. ამავე ცნობით, დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, რეგიონის 6 კოვიდკლინიკაში 450-ზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 45 მდგომარეობა მძიმეა.
კერძოდ, რუხის კლინიკაში იმყოფება 190 პაციენტი, ფოთის კლინიკა - 42 პაციენტი. სენაკის კლინიკა - 42, ფოთის კლინიკა ბომონდი- 46, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა - 28 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედი“ - 104, მარტვილის ევექსის კლინიკა - 15.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19-ის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები