ხობის სოფელ ჭალადიდსა და შავღელეში ძლიერი წვიმების შედეგად ეზოები, ქუჩები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა.
წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაცით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
„იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებლად გავუწევთ დახმარება,“ - თქვა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით არხები ნატანი მასისაგან იწმინდება.
მასალის გამოყენების პირობები