სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 47-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 424 პაციენტია მოთავსებული, მათგან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.
დღის განმავლობაში 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კერძოდ, რუხის კლინიკაში 181 კოვიდპაციენტი იმყოფება, ფოთის კლინიკა - 39, სენაკის „სენა მედი“ 42, ფოთის „ბომონდი“ 46, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკა - 26, სენაკი „ლაზიკა მედი“ - 73, მარტვილის „ევექსის“ კლინიკა - 17.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 26 კოვიდინფიცირებული მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები