ვაქცინირებული პირებისთვის 13 სექტემბრიდან წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ლატარიის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.
გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.
მასალის გამოყენების პირობები