სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.
მათგან 2 ზუგდიდში ცხოვრობდა, ხოლო 1 ფოთიდან იყო.
ამავე ცნობით, ისინი რუხის და ფოთის „ევექსის“ საავადმყოფოებში იყვნენ მოთავსებულები. მათი ასაკი 65-დან 80 წლამდე მერყეობს.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 290 პირი, ხოლო ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები