ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა.
შემთხვევა, რომლის დროსაც მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა, ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ამ წუთებში ხუბულავას ქუჩაზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტებია მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები