გაერო-ს გადაწყვეტილებით, უკრაინას საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,
მეგის ქარდავას ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ინფორმაციას ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს.
„მის მიმართ პოლიტიკური დევნა თვალსაჩინოა.ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, - ამბობს ადვოკატი.
მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და 3 თვის შემდგომ უნდა გაგრძელდეს პროცედურები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქარდავას საქმე შესაძლოა გაერომაც შეისწავლოს და რეკომენდაციები გასცეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება
იგეგმებოდა.
მასალის გამოყენების პირობები