სამეგრელოში, თბილისის და იმერეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 243 დაფიქსირდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59 , კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693, საიდანაც 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი.
მასალის გამოყენების პირობები