წალენჯიხელი ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელიც გუშინ დაჭრეს, გარდაიცვალა
ქართული სოციალური ქსელის Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის წალენჯიხელი ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელიც გუშინ თბილისში დაჭრეს, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, დაჭრილ ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნიკოლოზ კვარაცხელია ცნობილი ქართველი “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას შვილია.
მასალის გამოყენების პირობები