ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე გადაბრუნდა
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე გადაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი მგზავრი მცხეთის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექვს მგზავრს, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები