ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.
,,პრობლემები იყო, ახალსოფელში, ქვემო ქვალონში და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აღნიშნულ სოფლებში მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად’’, - უთრხა რადიო
,,ათინათს’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ.
მისივე განმარტებით, სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ.
ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები