ნიკა მელიამ აბაშაში გაერთიანებული მერობის კანდიდატი წარადგინა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმოამადგენლებმა აბაშის ცენტრში ადგილობრივებს გაერთიანებული მერობის კანდიდატი, ნუგზარ წიკლაური წარუდგინეს.
აბაშელებს წიკლაურის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ და თბილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარუდგინა. მისივე თქმით, წიკლაური 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იბრძოლებს.
პარტიის ლიდერებმა დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს და მათ თვითმართველობის არჩევნებზე მოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები