ლატარიაში "აიცერი და მოიგე" დღეის ჩათვლით ზუგდიდში აცრილმა 23-მა პირმა მოიგო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად დაწყებულ გათამაშებაში მათ საჩუქრად 100-100 ლარი მიიღეს.
ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით 14 სექტემბრიდან დაიწყო. მასში მონაწილეობისთვის მოქალაქეს ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა უნდა ჰქონდეს გაკეთებული.
ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან. შედეგების შემოწმება შესაძლებელია ბმულზე:
https://stopcov.lotto.ge
მასალის გამოყენების პირობები