ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ხმაური მოყვა. სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, ის სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ,
რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა რამდენიმე დღის წინ ეკლესიიდან განკვეთა. რუხაძემ, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, წირვის შემდეგ მათ ბრძანება გააცნო და უთხრა, რომ ობიექტები უნდა დაილუქოს, რის შემდეგაც მათი აღწერა დაიწყება. აღნიშნულმა განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია.
სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც დეკანოზმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მონასტერი დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ამავე თემაზე:
მეუფე სტეფანემ მასთან კონფლიქტში მყოფი სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა
განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ
მასალის გამოყენების პირობები