ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი გაეცნენ.
ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კოსტავას ქუჩაზე უახლოეს პერიოდში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოქალაქეები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. მათივე ინფორმაციით, იწყება 20-მდე გზის რეაბილიტაცია, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
კოსტავას ქუჩის გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები