ფოთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები,
წაქცეულია ხეები, გარკვეულ უბნებს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ. მანამდე, მიმდინარეობს სახლების გადახურვის დროებითი სამუშაოები.
სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.
ფოტო: ფოთის მერია
მასალის გამოყენების პირობები