ხობის სოფელ შავღელეში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. ძლიერმა ქარმა სულ მცირე
10 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები და დააზიანა სავარგულები. ამასთან, სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები. ამავე ცნობით, დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ფოტო: ხობის მერია
მასალის გამოყენების პირობები