სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24:00 საათში კორონავირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
70 წლამდე მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და ის რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამავე ცნობით, დღის განმავლობაში 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 381 პირი იმყოფება, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები