სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კოვიდ19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი მათგანი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, ხოლო ერთი სენაკის „სენა-მედში“ იყო მოთავსებული.
ამავე ცნობით, ისინი ზუგდიდის, ოჩამჩირისა და სენაკის მკვიდრები იყვნენ. მათი ასაკი 65-დან 75 წლამდე მერყეობს.
ინფორმაციისთვის, დღის განმავლობაში 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები