საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე
(კალა-უშგული) გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა.
,,ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის'', – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები