კალა-უშგულის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შეგახსენებთ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) გზის მარცხენა ზედა ფერდი ჩამოიშალა. მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
მასალის გამოყენების პირობები