ენმ-ს წარმომადგენლებმა, ზუგდიდის 19-ე უბანზე, რომელიც პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათი განმარტებით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ ბენზინის ტალონებს არიგებდნენ.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, მანქანაში ჩაკეტილი ქალები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ თავს ენმ-ს წარმომადგენლები დაესხნენ და ტანსაცმელი შემოახიეს. აღნიშნულ ავტომობილს აქ მსხდომი ქალები ჯერ არ ტოვებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით მათ შიგნით ბენზინის ტალონები ამ დრომდე აქვთ.
"არ ვართ ჩაკეტილები. შემოგვივარდნენ და შემომახიეს ტანსაცმელი. მეგობარს ველოდები აქ", - ამბობს ერთ-ერთი ქალი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, ნენე დალაქიშვილისა და ანა წითლიძეს გამოკითხვას აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები