15:00 საათისთვის ზუგდიდში ამომრჩევლების აქტივობამ 30% შეადგინა
15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 30 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 33 695 ამომრჩეველია.
ამის შესახებ ცესკოს კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 7 საჩივარია შემოსული.
,,ამ დროისთის სულ 7 საჩივარი შემოვიდა. დღის პირველი ნახევრისთვის 30% - მდე მონაწილეა მოსული, არ არის ძალიან დაბალი აქტივობა, ყოველი წინა აქტივობის გაორმაგება ხდება ფაქტიურად’’, - თქვა მან.
შეგახსენებთ, ზუგდიდში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 109 უბანია გახსნილი.
მასალის გამოყენების პირობები