ზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა.
ამის შესახებ უბნის თავმჯდომარემ თორნიკე გელენავამ სააარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ განაცხადა, რომელიც ხუთი წუთით გვიან დაიხურა.
გელენავას განმარტებით, დღეს მომხდარი
ინციდენტის გამო გადასატანი ყუთი გაბათილდება და ის გაუხსნელად ცესკოში გადაინაცვლებს.
უბნის კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევდნენ.
მასალის გამოყენების პირობები