ანზორ მელია 47.31%, მამუკა წოწერია 40.71% - ცესკომ ზუგდიდის 50 უბნის შედეგი გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება მიმდინარეობს.
ზუგდიდის 109 უბნიდან დათვლილია 50 უბანი, რაც სრული მონაცემის 45.87% შეადგენს. ამ ეტაპზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ანზორ მელია 47.31 %-ით ლიდერობს, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ მამუკა წოწერიას კი ხმების 40.71% აქვს მიღებული. რაც შეეხება "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატს, ზუგდიდის ყოფილ მერ გეგა შენგელიას, მას ამ ეტაპზე 11.17% აქვს, ხოლო ილია ჩაჩიბაიას, რომელიც "პატრიოტთა ალიანს" წარმოადგენს, ხმების 0.82%.
სულ ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. ზუგდიდის #67 ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველი და 109 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები