ზუგდიდის #14 (დარჩელი განმუხური, კიროვი) მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მაია კალანდია იქნება.
ამ ეტაპზე დათვლილია და ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებულია აღნიშნულ ოლქში შემავალი 6-ივე საარჩევნო უბნის მონაცემები. ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მაია კალანდია - 46.16 % (1 117 ხმა);
გახარია-საქართველოსთვის, დავით ხაბურზანია - 8.14% (197 ხმა);
ქართული ოცნება, ზაზა ანდრიაძე - 40.08% (970 ხმა);ინფორმაციისთვის, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები