ყულიშკარის, ჯიხაშკარის, ჭაქვინჯისა და ალერტკარის მაჟორიტარი დეპუტატი ჯონი ჯიქია იქნება
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის #9 მაჟორიტარულ ოლქში (ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი, ალერტკარი) ენმ-ის კანდიდატმა, დავით ფიფიამ 41.47% მიიღო,
მმართველი პარტიის კანდიდატმა, ჯონი ჯიქიამ კი ხმების 43.86% მოიპოვა. შესაბამისად, საკრებულოში აღნიშნული სოფლების წარმომადგენელი სწორედ "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება. ის ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოში სოფელ ჭაქვინჯის მაჟორიტარი დეპუტატია.
ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა 5 დეპუტატით ნაკლები იქნება. კერძოდ, 15-მდე მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, პროპორციული შემადგენლობა კი 30-მდე იზრდება. შესაბამისად, ნაცვლად 50 დეპუტატისა, საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება. ასევე, რეფორმის შედეგად, ქალაქის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს ნაცვლად ამავე რაოდენობის დეპუტატისა, ეყოლება სამი წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები