"ნაციონალურმა მოძრაობამ" კოკი-ორსანტია-ახალკახათი-ხურჩის ოლქში მოიგო
ზუგდიდის #13 მაჟორიტარული ოლქში, რომელიც 4 სოფელს (კოკი, ორსანტია, ახალკახათი, ხურჩა) მოიცავს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა.
პარტიის მიერ წარდგენილმა ბესიკ გაბუნიამ აღნიშნულ ოლქში 1 107 ხმა (42.46%) მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ამირან ჩხოლარიამ კი - 976 ხმა (37.44%). გიორგი მორგოშია ("გახარია-საქართველოსთვის") 524 ხმით (20.1%) მესამე ადგილზე გავიდა.
ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები