ახალი ამბები
რუხში სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" გაიხსნა
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" ზუგდიდის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" საზეიმო ვითარებაში გახსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამასთან, შეკრებილები ინფრასტრუქტურას, სამუშაო პროცესს და ბენეფიციარების საჭიროებებს გაეცნენ.სათემო ცენტრი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებზე 24 საათიან ზრუნვას და შინმოვლის სერვისს უზრუნველყოფს."ჩემი მორდუს" გახსნა დაემთხვა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული. აფხაზეთის კონფლიქტის და ქვეყნის მიერ განვლილი ქარტეხილების შემდეგ ძალიან ბევრი მოხუცი დღეს არის მოწყვლად მდგომარეობაში, სჭირდება  მხარდაჭერა და დახმარება. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა კოვიდ პანდემიის მართვისა და პრევენციის პროცესში, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით პროექტი. დაახლოებით 75-ზე მეტი მოხუცი აღმოჩნდა ისეთი საჭიროების წინაშე, როდესაც რეაგირება იყო აუცილებელი და ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად გადავწყვიტეთ შენობის რეაბილიტაცია და აქ სერვისის განხორციელება. ობიექტი მზად არის განახორციელოს 3 ტიპის სერვისი, პირველი ეს არის 24 საათიანი ზრუნვის ცენტრი, სადაც 12 მოხუცი იქნება, ასევე სათემო ცენტრი სადაც ათეულობით მოხუცი იქნება და შინმოვლის სერვისი რომელიც დაახლოებით 25 ბენეფიციარს მოემსახურება", - აღნიშნა CHCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ.პროექტს "ჩემი მორდუ" საფუძვლად დაედო 2020 წელს CHCA-ს მიერ ჩატარებული კვლევა (დონორი UNDP), რომელმაც გამოავლინა მარტოხელა მოხუცების, ხანდაზმულების და შშმ პირების მძიმე სოციალური პირობები, სწრაფი მოქმედების საჭიროება და გრძელვადიანი დახმარების ორგანიზების აუცილებლობა."სოფელი რუხი მდებარეობს აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, სადაც ფუნქციონირებს ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლითაც სარგებლობს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ათასობით ადამიანი. ჩვენი დიდი სურვილია სათემო ცენტრის სოციალური სერვისები და პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის", - ამბობენ ორგანიზაციაში.

პროექტი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის"(CHCA) მიერ ზუგდიდის მერიის, GIZ-ის, აფხაზეთის ხელისუფლებისა და UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნის ცერემონიას არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: CHCA / რუხი / ჩემი მორდუ /
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.